Friday, April 13, 2012

უფლება

Em                                                            Am
მე უშენობის მწარე სევდას გულში ვინახავ
H7                                                                    Em
შენთვის უცნობი ერთგულების ვრჩები ბოლომდე
                                                                        Am
რომ ამდენ ლამაზ ქალიშვილში მე შენ მიყვარხარ
H7                                                                   Am
რა უფლება გაქვს ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე

E7                                                                  Am
გამინაწყენდნენ მე ფურცლები ლექსებუხლები
D7                                                           Dm                      E7
მხოლოდ ლექსებში და ფიქრებში როგორ გეძიო
            Am              H7                           C
შენი თითებით შენი თმებით შენი მუხლებით
            Am              Am7                     H7
უნდა სიცოცხლე სამოთხეში შემაძლებინო

ტუჩგახლეჩილი მიღიმიან ბროწეულები
ეს მერამდენედ სევდის ბაღში ღამეს ვათენებ
და ვარსკვლავები შენს თვალებში მომწყვდეულები
ჰგვანან პატარა მოციმციმე ციცინათელებს

გულმა ფიქრები შავ ღრუბლებში ჩუმად აზიდა
და ფრთხილად ვზომავ გადმოსადგმელ შენსკენ ნაბიჯებს
და წვიმს ქუჩაში ისე ნაზად ისე ფაქიზად
რომ შეიძლება მონატრებით კაცი გაგიჟდეს

ვინ გამოუშვა გარეთ წვიმა ასე ტიტველა
ხომ შეიძლება გაცივდეს და ვეღარ ვუშველოთ
დასტოვოს სევდა სულ პატარა პაწაწკინტელა
მერე თავსხმებმა ჩამიარონ გვერდით უშენოდ

შენზე ოცნებას შევინახავ როგორც დიდმარხვას
ხვალ ცისარტყელა ჩემს სიმართლეს დაე მოსთქვამდეს
რომ ამდენ ლამაზ ქალიშვილში მე შენ მიყვარხარ
რა უფლება გაქვს ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე

E7                                                                   Am
რომ ამდენ ლამაზ ქალიშვილში მე შენ მიყვარხარ
Am7                          H7                                             Em
რა უფლება გაქვს ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე

No comments:

Post a Comment